16 მარტი, 2020

კომპანია ISSP-ს ოფიციალური განცხადება კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით კომპანიის ბიზნესის საქმიანობის უწყვეტობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ

ძვირფასო მომხმარებლებო და პარტნიორებო,

გვსურს გაცნობოთ, რომ ISSP-ს გუნდი, COVID-19 ეპიდემიის გავრცელების პერიოდში, აგრძელებს მუშაობას საგანგებო სიტუაციის პირობებში შემუშავებული გეგმის შესაბამისად.  

 

ჩვენი კომპანია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თქვენი კომპანიის საინფორმაციო ქსელებისა და სისტემების დაცვის და უსაფრთხოების მაღალი დონე.

 

კიბერ შეტევების რიცხვის სავარაუდო ზრდის მიუხედავად (APT და ფიშინგის შეტევები), ISSP-ს ყველა სერვისი და სამსახური ხელმისაწვდომია ჩვეულებრივ რეჟიმში. ჩვენ განვაგრძობთ სერვისების მოწოდებას მაღალპროფესიონალურ დონეზე.
 
შეგახსენებთ, რომ კომპანია ISSP 2015 წლიდან ანვითარებს  კიბერუსაფრთხოების მართვის დისტანციურ სერვისებს (Managed Security Services).
ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვიმუშაოთ ინტენსიურ  რეჟიმში და, კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკის პირობებში, გაგიწიოთ საკონსულტაციო მომსახურება, ტექნიკური დახმარება, გავწიოთ კიბერსაფრთხეების მონიტორინგი და მოვახდინოთ რეაგირება კიბერინციდენტებზე.

 

2020 წლის 13 მარტიდან ჩვენს კომპანიაში ამოქმედდა ბიზნეს უწყვეტობის გეგმა. 
თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულია ყველა საჭირო ზომა.  ამჟამად თანამშრომელთა ძირითადი ნაწილი გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. მიუხედავად ამისა, ვინარჩუნებთ მომსახურების უმაღლეს ხარისხს.

 

ISSP-იმ გაატარა ყველა საჭირო ღონისძიება, რაც აუცილებელია დისტანციური სამუშაო ტექნოლოგიების, კომპანიის ინფორმაციული აქტივების და ჩვენი მომხმარებლების ინფორმაციის დასაცავად, კერძოდ:

      •    დაავადების გავრცელების მინიმიზირების და მისი ერთდროული გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოფილია კომპანიის ძირითადი სპეციალისტების  დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა;
      •    დისტანციური წვდომა უზრუნველყოფილია  რესურსებზე წვდომის არხის შიფრაციით,  მრავალფაქტორიანი გაძლიერებული აუთენტიფიკაციით, ასევე  საკუთარი Security Operations Center-ში  ყველა აქტივობის მონიტორინგით.
      •    თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან 100%-ით დაცული  პერსონალური კომპიუტერებით, რომლებსაც გააჩნიათ ინფორმაციის შიფრაციის შესაძლებლობა. მათზე დაყენებულია დაცვისა და კიბერსაფრთხეების მონიტორინგის თანამედროვე საშუალებები.

 

ძვირფასო მომხმარებლებო, 

 

თუ გექნებათ დამატებითი კითხვები, დაგჭირდებათ რჩევა ან რაიმე სახის დახმარება თქვენი თანამშრომლების უსაფრთხო დისტანციური სამუშაო სადგურების უზრუნველსაყოფად, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მენეჯერებს ან ტექნიკურ ექსპერტებს.


პატივისცემით, 

მაია გოგუაძე
 

arrow&v

ვაშინგტონი
1300 I Street NW
400E, ვაშინგტონი
კოლუმბიის რაიონი,
20005
+1 202 749 8432

კიევი
10/14 რედისჩევის ქ., კიევი
უკრაინა,
03124
+380 44 594 8018

თბილისი
33 ბ, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 0179, თბილისი,
საქართველო

+995 32 224 0366

ვროცლავი
გრაბარსკის ქ.
1, 50-079 ვროცლავი,
პოლონეთი

+48 71 747 8705

ალმაატი
808V, შევჩენკოს ქ. 165B, 050009 ალმაატი,
ყაზახეთი

+7 727 341 0024

i n f o @ i s s p . c o m

© 2020 by ISSP - Information Systems Security Partners