top of page

ციფრული

უსაფრთხოება დისტანციური მუშაობის დროს

დისტანციური მუშაობის პირობებში აუცილებელია სამუშაო პროცესების უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა. ამავდროულად, სასურველია თანამშრომლებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო პირობები , ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა, კორპორატიულ სერვისებთან წვდომა, დისტანციური შეხვედრების ორგანიზება და კომპლექსურ პროექტებზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა.
კომპანია ISSP გთავაზობთ ინტეგრირებულ სერვისებს დისტანციური წვდომის ფორმატში ეფექტური და უსაფრთხო  მუშაობის უზრუნველსაყოფად.   

კომპანიების 93% -ს სჭირდება თანამშრომლებისთვის უსაფრთხო დისტანციური წვდომის გარკვეული ფორმა (Spiceworks -კვლევა).
ორგანიზაციების 63% -ს არ შეუძლია დაიცვას თავი დამნაშავეებისგან კორპორატიულ ქსელებზე და მონაცემებზე დასაქმებულთა პერსონალური მოწყობილობებით წვდომისგან (Citrix და Ponemon Institute- ის მიერ ჩატარებული კვლევა).

კომპანია ISSP გთავაზობთ ინტეგრირებულ სერვისებს დისტანციური წვდომის ფორმატში ეფექტური და უსაფრთხო  მუშაობის უზრუნველსაყოფად.   

 

მობილური მოწყობილობების მართვა

 

MDM / EMM კლასის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, (Mobile Device Management/Enterprise Mobile Management) უზრუნველყოფენ კორპორატიულ ქსელში ჩართული მობილური მოწყობილობების ეფექტურ მართვას და დაცვას. ისინი, კორპორატიულ ინფორმაციულ სისტემებთან, მხოლოდ გარკვეულ მოწყობილობების საშუალებით წვდომის უფლებას იძლევიან არასანქცირებული წვდომის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. 
მობილური მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ISSP ნერგავს კონტურის სპეციალიზირებული დაცვის ინსტრუმენტებს, მოწყობილობების მართვისა და აპლიკაციების ინსტალირების კონტროლის სისტემებს.  

 

შესაძლებლობები

 

•    მარტივი ინვენტარიზაცია და ყველა კორპორატიული მობილური მოწყობილობის უწყვეტი          კონტროლი;
•    აქტიურ რეჟიმში შეტევებისა და საფრთხეებისგან დამცავი ინსტრუმენტების გამოყენება
•    პროგრამული უზრუნველყოფის და განახლებების ცენტრალიზებული გავრცელება,                     უსაფრთხოების ფუნქციების დისტანციური კონფიგურაცია;
•    მოწყობილობიდან კორპორატიული ინფორმაციის წაშლის შესაძლებლობა, მისი დაკარგვის          ან თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში.

 

კონტეინერები მობილური აპლიკაციებისთვის

 

კონტეინერიზაცია  - ეს არის რესურსების მსუბუქი ვირტუალიზაცია  და  იზოლაცია ოპერაციული სისტემის დონეზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაუშვათ პროგრამა და მისი მინიმალური სისტემური ბიბლიოთეკა სრულად სტანდარტიზებულ კონტეინერში. 
კონტეინერი  არ არის დამოკიდებული ჰოსტის რესურსებზე ან არქიტექტურაზე, რომელზეც ის მუშაობს. 
აპლიკაციის გასაშვებად ყველა საჭირო კომპონენტი შეფუთულია ერთიანად და მისი გამოყენება შესაძლებელია ხელმეორედ. 
აპლიკაცია კონტეინერში მუშაობს იზოლირებულ გარემოში და არ იყენებს ჰოსტის ოპერაციული სისტემის მეხსიერებას, პროცესორს და  დისკს.  ეს უზრუნველყოფს კონტეინერის შიდა პროცესების იზოლირებას.
აპლიკაციები კონტეინერებში მობილურ მოწყობილობაში ქმნიან დაცულ ზონებს კონფიდენციალური კორპორატიული ინფორმაციის განსათავსებელად. 
მომხმარებლები უზრუნველყოფილნი არიან იზოლირებული სამუშაო სივრცით, სადაც განთავსებული არიან IT განყოფილებების მიერ კორპორატიული მონაცემებით მანიპულაციისათვის  საჭირო აპლიკაციები. 

კონტეინერიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება იყოს მობილური ოპერაციული სისტემის ნაწილი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაერთონ პირად და ბიზნეს გარემოს შორის და მოახდინონ მონაცემების იზოლირება თითოეულ მათგანში. კონტეინერირების სხვა ინსტრუმენტები უშვებენ აპლიკაციებს მობილური ოპერაციული სისტემის ზევიდან და ქმნიან იზოლირებულ დაშიფრულ გარემოს ერთი პროგრამის მუშაობისთვის.

 

უსაფრთხო ზარები და შეტყობინებები

 

ISSP გთავაზობთ ტექსტური შეტყობინებების, ზარების, ვიდეოკონფერენციების, მონაცემთა უსაფრთხო შენახვისა და გადაცემისათვის უახლეს და ეფექტურ გადაწყვეტილებებს. 
შემოთავაზებული გადაწყვეტილების გამოყენებით, კომპანიებს შეეძლებათ თანამშრომლების ეფექტური დისტანციური მუშაობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით, ინფრასტრუქტურასა და ორგანიზაციის მონაცემებზე უნებართვო წვდომის შეზღუდვით. ამავე დროს, თანამშრომლებს შეეძლებათ გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა მიმდინარე პროექტებზე და კავშირის შიფრაციით ერთმანეთში გააზიარონ ტექსტები, ფოტო და ვიდეო მასალები.

 

SSL VPN

 

დისტანციური მომხმარებლების უსაფრთხო კავშირის უზრუნველყოფის მიზნით შემოთავაზებულია SSL VPN ტექნოლოგია, რაც კომპანიაში არსებული ნებისმიერი აუთენთიფიკაციის  სისტემის გამოყენების და რესურსების მოქნილად გაზიარების საშუალებას იძლევა. 
ეს არის მოქნილი და უსაფრთხო  გადაწყვეტილება, კონტროლირებადი და დაცული დისტანციური წვდომის  უზრუნველყოფად, როგორც კომპანიის თანამშრომლების, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.
სხვადასხვა პროგრამებზე წვდომა შეიძლება დაფუძნდეს ავთენტიფიკაციის მეთოდებზე, მომხმარებლებზე სხვადასხვა უფლებების დაშვებით.

 

SSL VPN ტექნოლოგიის უპირატესობები:

 

• ადმინისტრირებისა და მომხმარებლების მხარდაჭერის მარტივი პროცესი;
• არასაიმედო კვანძებიდან კრიტიკულ ინფორმაციებზე უსაფრთხო დაშვების ორგანიზება;
• წინასწარი ინსტალაციისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრების გარეშე ნებისმიერ მობილურ მოწყობილობასა და კომპიუტერზე  ინტერნეტ წვდომის უზრუნველყოფა. 

 

ორფაქტორიანი აუთენთიფიკაცია ბიზნესისთვის

 

მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ანგარიშების უსაფრთხოების გაძლიერებაა, სტანდარტული პაროლის გარდა, ორფაქტორიანი აუთენთიფიკაციის მეთოდით. დისტანციური მუშაობის პირობებში ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება.  ორფაქტორიანი აუთენთიფიკაცია  ადმინისტრატორის უფლებების დაშვებით, აუცილებელია განსაკუთრებით  იმ ანგარიშების შემთხვევაში,  რომლებზეც ინახება კონფიდენციალური ინფორმაცია. ფინანსური ზარალისა და ინფორმაციის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

 

პრივილეგირებული წვდომის მართვა

 

პრივილეგირებული წვდომის მართვა (PAM) გამოიყენება ორგანიზაციის კრიტიკულ ინფორმაციისა და რესურსების ხელმისაწვდომობის დასაცავად, კონტროლისა და მონიტორინგისთვის. 
PAM -ს სისტემას გააჩნია საერთო წვდომის პაროლების, პრივილიგირებული სეანსების, პროვაიდერების პრივილიგირებული უფლებების და აპლიკაციებთან წვდომის მართვის შესაძლებლობა.  

 

PAM -ს სისტემის ძირითადი ფუნქციები

 

• საერთო და პრივილეგირებული ანგარიშების პაროლების მართვა 
• შეტანილი ბრძანებებისა და მოქმედებების ანალიზი და ფილტრაცია.
• პრივილიგირებული მომხმარებლების ქმედებების აუდიტი
• პრივილეგირებულ ანგარიშებზე წვდომის კონტროლი, მოთხოვნის შემთხვევაში, შეზღუდული დაშვების დროით.
• სამიზნე სერვერებისა და რესურსების იზოლაცია

 

აუდიტი და კონსულტაცია დისტანციური წვდომის ტექნოლოგიების სფეროში

 

ISSP- ის ექსპერტები ატარებენ კომპანიის შიგნით არსებული დისტანციური წვდომისთვის საჭირო პროგრამული საშუალებების აუდიტს, ამზადებენ ინფრასტრუქტურას თანამშრომლებისთვის დისტანციური წვდომის ფორმატში სამუშაოდ და უზრუნველყოფენ დისტანციური წვდომის ტექნოლოგიებში ტექნიკური დახმარებას.
სპეციალისტები ასევე იძლევიან დისტანციური მუშაობის სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო რეკომენდაციებს. ეს პროცესი ითვალისწინებს მომსახურების სფეროს, მობილური თანამშრომლების რაოდენობას, მონაცემთა ტიპებს, რომლებთანაც მათ მოუწევთ მუშაობა, მათ შორის მობილურ მოწყობილობებზე, მონაცემთა მიწოდების ორგანიზებით, ინფორმაციის დაყოფით კორპორატიული და პირადი ინფორმაციის მიხედვით.

bottom of page